ინგლისის ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ”ბარსელონა” ცენტრალური მცველის ძიებაშია. ახლა საუბარი ”მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელზე, ვინსენტ კომპანიზეა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით ტიტო ვილანოვას ძალიან მოსწონს კომპანი და ცენტრალური მცველის პოზიციაზე მისი გამოყენება პიკესთან, პუიოლთან და მასკერანოსთან ერთად სურს. ამავე წყაროების ცნობით ”ბარსამ” ფეხბურთელს ყოველკვირეული ხელფასის სახით 200.000 ევრო შესთავაზა. ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ ”ბაიერნი”, ”მილანი” და ”იუვენტუსი”.
ამ ჭორების შესახებ კომენტარი თავად კომპანიმ გააკეთა: ”მანჩესტერში თავს კარგად ვგრძნობ. ხალხი ბევრს საუბრობს ჩემს შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა კლუბი, რომელიც მე მაინტერესებს ”მანჩესტერ სიტია”. ჩვენ ინგლისის ჩემპიონობაზე არ უნდა გავჩერდეთ. ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”.



