ანდრეუ ფონტასმა მომავალი სეზონი შეიძლება არენდის წესით ”ბეტისში” გაატაროს, რომელიც ძალიან ინტერესდება ცენტრალური მცველით.
ფონტასმა სერიოზული ტრავმა სამეფო თასის შეხვედრაში, ”ოსასუნასთან” მიიღო და სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა. ამგვარად კატალონიური კლუბი ფეხბურთელისთვის სათამაშო დროის მიცემას გეგმავს, რათა მან ფორმა აღიდგინოს. ესპანური პრესის ინფორმაციით ”ბარსას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გეგმავს ”ბეტისის” წარმომადგენლებთან შეხვედრას და არენდის პირობებზე საუბარს. ამას გარდა სუბისარეტას ”ბარსა ბ”-სთვის ბეტისიდან სერხი გომესის გამოსყიდვა სურს. გამოსასყისი თან 1-2 მილიონ ევროს შეადგენს. ”ბეტისს” კი ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში ყველა კლუბთან შედარებით უპირატესობა ექნება.
