ტიტო ვილანოვას დებიუტი, როგორც ”ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელის გერმანიაში შედგება. 24 ივლისს კატალონიელები ”ჰამბურგთან” გერმანული კლუბის 125 წლის იუბილეზე ითამაშებენ. შეხვედრა 20 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. მატჩი ”იმტეკ არენაზე” ჩატარდება, რომელიც ფიფას შეფასებით 5 ვარსკვლავიანი სტადიონია, რომელიც 2001 წელს აშენდა. სტადიონზე 57.000 ადგილია გულშემატკივრებისთვის.
”ჰამბურგი” ერთ-ერთი ისტორიული კლუბია. კლუბი 1887 წელს დაარსდა. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული გერმანიის ჩემპიონატი. 1983 წელს ”ჰამბურგმა” ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. გასულ სეზონში ”ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში მე-15 პოზიცია დაიკავა. მათ გაიმარჯვეს 8 შეხვედრაში, 12 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 14-ჯერ მარცხი იწვნიეს. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი მარკო პეტრიჩი გახდა, რომელმაც 8 ბურთის გატანა მოახერხა.