მადრიდის ”ატლეტიკოს” სატრანსფერო სიაში ”ბარსელონას” 3 ფეხბურთელი მოხვდა – ტელიო, მუნიესა და სერხი რობერტო. ყველა ამ ფეხბურთელს ”ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა.
”ატლეტიკოს” ხელმძღვანელებმა პარასკევს გამართული ფინალის შემდეგ მოქმედება დაიწყეს. მათ ”ბარსელონას” აღზრდილების ტრანსფერზე შეეკითხნენ. კრისტიან ტელიო – ყველაზე სასურველი ფეხბურთელი მათთვის, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე გამოიყენებენ. მარკ მუნიესა სიმეონეს უნივერსალობის გამო მოსწონს – მას შეუძლია დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა მცველად თამაში. ”ბარსა” ფეხბურთელის მომავალ სეზონში პირველ გუნდში გადაყვანას გეგმავს, ამიტომაც ეს ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია.
მესამე ფეხბურთელი სერხი რობერტოა – შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ძალიან ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა. აღსანიშნია ისიც, რომ ”ბარსა” ”ატლეტიკოს” თავდამსხმელით, ადრიანით ინტერესდება, ამიტომაც სერხი რობერტო შეიძლება ამ ტრასნფერში ჩართონ.



