რამდენიმე საათში, პეპ გუარდიოლა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩს ჩაატარებს. ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, კატალონიელი სპეციალისტი ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებდა, მაგრამ ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართი დაპირისპირების წინ მან განაცხადა, რომ სათანადო წინადადების არსებობის შემთხვევაში, იგი სამწვრთნელო საქმიანობას მომდევნო სეზონიდან განაახლებს.
“ყველა ზარს სიამოვნებით ვუპასუხებ, მაგრამ მომდევნო თვის განმავლობაში მხოლოდ დასვენებით და ძალების აღდგენით ვიქნები დაკავებული. თუ რომელიმე კლუბს დავჭირდები და შემოთავაზება იქნება, მზად ვარ, სამუშაოს დავუბრუნდე” – ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუარდიოლას საკუთარი გუნდის სათავეში ხილვა “ინტერისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელებს სურთ.


