”ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ 9 გოლი გაიტანა იმ სტადიონზე, სადაც სამეფო თასის ფინალი გაიმართება.
მესი ”ვისენტე კალდერონზე” თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. არ არის სხვა სტადიონი, სადაც ლეო თავს ასე კარგად გრძნობს. აქ მას 9 ბურთი აქვს გატანილი, 8 ”ბარსას” რიგებში, 1 კი არგენტინის ნაკრებში. მოდით გავიხსენოთ ეს მატჩები:
პრიმერა. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” (0:6, 2007 წლის 20 მაისი). ორი გოლი. ლეომ მასპინძლების კარში პირველი და მე-5 გოლი გაიტანა. ”ატლეტიკოზე” გამარჯვება ლეოსთვის პირველი იყო მადრიდის ”ატლეტიკოსთან”.
ესპანეთის თასი. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” (1:3, 2009 წლის 6 იანვარი). სამი გოლი. ის მატჩი არგენტინელისთვის ბენეფისი იყო, სადაც მან ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მადრიდელი პუბლიკისგან აპლოდისმენტები მიიღო.
პრიმერა. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” (4:3, 2009 წლის 1 მარტი). ერთი გოლი. ლეომ ”ატლეტიკოს” კარში მე-2 გოლი გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხეს.
ამნახანაგური შეხვედრა. ესპანეთი – არგენტინა (2:1, 2009 წლის 14 ნოემბერი). ერთი გოლი. ლეო მესის 11 მეტრიანიდან გატანილმა გოლმა დიეგო მარადოს გუნდს საშუალება მისცა შეხვედრაში ანგარიში გაეთანაბრებინა.
პრიმერა. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” (1:2, 2010 წლის 19 სექტემბერი). ერთი გოლი. ლეომ მატჩში ანგარიში გახსნა, თუმცა მოედნის ადრე დატოვება მოუწია, რადგან ტომას უიფალუშიმ ტრავმა მიაღებინა.
პრიმერა. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” (1:2, 2012 წლის 26 თებერვალი). ერთი გოლი. ლეოს საჯარიმოდან შესრულებულმა შესანიშნავმა დარტყმამ კურტუას შანსი არ დაუტოვა, ასევე ამ გოლით ”ბარსამ” გამარჯვების მოპოვება შეძლო.



