მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვალენსია”: ”ალბა ”ბარსელონაში” არ გაგვიყიდია”

”ვალენსია”: ”ალბა ”ბარსელონაში” არ გაგვიყიდია”

ბრაული ვასკესი, ”ვალენსიას” ტექნიკური დირექტორი გვარწმუნებს, რომ ალბა გუნდს ”ბარსელონაში” არ გაუყიდიათ. მან ასევე დაამატა, რომ კლუბს ფეხბურთელთან დაკავშირებით არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

”ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ალბა ”ბარსელონაში” არ გაგვიყიდია, არ ყოფილა შეთავაზება. ფეხბურთელის აგენტი ნებისმიერ შეთავაზებას განიხილავს, რომელიც იქნება. ისინი ასევე ”ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგძლივების ვარიანტს განიხილავენ”.

ალბა ”ბარსელონას” აღზრდილია, რომელიც 2007 წლიდან ”ვალენსიაში” ასპარეზობს. ”ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ ის კლუბმა არენდით ”ჟიმნასტიკში” გაანათხოვრა. 2009 წელს ის დაბრუნდა ”მესტალიაზე” და უნაი ემერის გუნდის წამყვანი მოთამაშე გახდა. მისი კონტრაქტი ”ღამურებთან” მომავალ წელს სრულდება, ამიტომაც ”ბარსელონას” იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს იაფად ჩაიგდებს ხელში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში