”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი გაზეთ ”El Mundo”-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით ”ბოლოსწინა ღალატი”. სტატიის ავტორი სალვადორ სოსტრესია. სტატიაში მოთხრობილია ”ბარსელონას” პრეზიდენტის, სანდრო როსელის და პეპ გვარდიოლას ურთიერთობის შესახებ. გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდს: ”გვარდიოლა ”მალაგასთან” მატჩის შემდეგ ტრიბუნაზე ავიდა და კლუბიდან მის წასვლაზე აგორებული ჭორების და ანეკდოტების გამო აღშფოთებულმა როსელს მიმართა: ”მე ზედმეტი ხმაურის გარეშე წავალ, განცხადებით და პრეს-კონფერენციით. თუკი შენ და შენი მეგობრები მე და ჩემს ოჯახს შეაწუხებთ, მაშინ ვიტყვი იმას, რაც საჭიროა. ამის მსმენელები კი აცულილებლად გამოჩნდებიან”.
”ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში კი წერია: ”კლუბი გამოხატავს აღშფოთებას ამ სტატიის და ინფორმაციის გამო, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ვიღებთ რა ყურადღებაში იმას, რომ ტყუილში მოხსენიებულია კლუბი, მისი პრეზიდენტი და მწვრთნელი ვგეგმავთ, რომ შევიტანოთ სასამართლოში საჩივარი სტატიის ავტორის და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც სტატიის მომზადებაში იღებდნენ მონაწილეობას”.



