მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება ფინალისთვის გრძელდება

მზადება ფინალისთვის გრძელდება

გუნმა დღეს დილით ივარჯიშა, მთელი ყურადღება სამეფო თასის ფინალისკენაა მიმართული. ალექსის სანჩესი და პინტო თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ.

დღეს სამეფო თასის ფინალის წინ მეორე სავარჯიშო სესია ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ფინალი 25 მაისს, ”ბარსელონასა” და ბილბაოს ”ატლეტიკს” შორის ”ვისენტე კალდერონზე” გაიმართება. ეს მიმდინარე სეზონში გუნდის უკანასკნელი შეხვედრა იქნება.

სამშაბათის მსგავსად ალექსის სანჩესმა თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა. ვარჯიში განაახლა ასევე ხოსეპ მანუელ პინტომ, რომელმაც ტრავმის გამო ლა ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრა გამოტოვა.

”ბარსა ბ”-ს სამი და ახალგაზრდულის ერთი ფეხბურთელი

 ”სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა ”ბარსა ბ”-ს სამმა ფეხბურთელმა, მარკ ბარტრამ, მარტინ მონტოიამ და კრისტიან ტელიომ მიიღეს. გუნდთან ერთად ვარჯიშობდა 18 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ხორდი კუინტილა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში