მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამეფო თასის ფინალის წინა მატჩებში პეპმა 21 ფეხბურთელი გამოიყენა

სამეფო თასის ფინალის წინა მატჩებში პეპმა 21 ფეხბურთელი გამოიყენა

სამეფო თასის ფინალის წინ გამართული უმოტივაციო შეხვედრების ანალიზის დროს ვნახავთ, რომ პეპ გვარდიოლამ 21 ფეხბურთელი გამოიყენა.

მესი და მასკერანო შეუცვლელად

მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა 21-იდან არცერთი წუთი არ გამოტოვა ”რაიოსთან”, ”მალაგასთან”, ”ესპანიოლთან” და ”ბეტისთან” გამართულ შეხვედრებში. ესენი ლეო მესი და ხავიერ მასკერანო არიან. მათთან ძალიან ახლოსაა პედრო (351 წუთი), კეიტა (335) და ადრიანო (316). ყველა მათგანი ამ 4 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდნენ.

დრო ყველასთვის

გვარდიოლა ყველასთვის ცდილობდა სათამაშო დროის მიცემას და ითვალისწინებდა ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას. ამგვარად ჩავი, პიკე და ალექსისი ნაკლებად დაიტვირთნენ. პუიოლს, კეუნკას და პინტოს ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო.

ინიესტა, სესკი და ალვესი მთელი სეზონის მოედანზე დიდ დროს ატარებდნენ, ამიტომაც მათ 25 მაისს გასამართი შეხვედრისთვის მეტი დასვენების საშუალება მიეცათ. ამგვარად გვარდიოლამ შესანიშნავი ტაქტიკა აირჩია, რათა სამეფო თასის ფინალისთვის ყველა ფეხბურთელი მზად იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში