ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი, ალექსისი და მესი მოხვდნენ 60 კაციან სიაში, რომლებსაც შანსი ექნებათ ”Once Mondial”-ის”ოქროს ნაკრებში” მოხვედრის. 7 ივნისამდე გულშემატკივრებს შანსი ექნებათ ხმა მისცენ საკუთარ რჩეულებს ამავე ორგანიზაციის საიტზე.
”ბარსას” ჰეგემონია
”ბარსელონა” ტრადიციულად გახდა გუნდი, რომლიდანაც ყველაზე მეტი ფეხბურთელია ნომინანტებს შორის. ამას გარდა პეპ გვარდიოლა ნომინირებულია ”ოქროს ნაკრების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
საუკეთესო 11 ფეხბურთელის არჩევის გარდა ცალკე აირჩევა 3 საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც გახდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მოთამაშეები. ბოლო სამ შემთხვევაში გამარჯვება ლეო მესის რჩებოდა.



