მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელმა საავადმყოფოში აბიდალი მოინახულა

როსელმა საავადმყოფოში აბიდალი მოინახულა

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა დღეს დილით ბარსელონას საავადმყოფოში ერიკ აბიდალი მოინახულა.

სანდრო როსელი საავადმყოფოში ერიკ აბიდალის მოსანახულებლად ხოსეპ მარია ბართომეუსთან და ხორდი მონესთან ერთად მივიდა. ფეხბურთელმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 10 აპრილს გაიკეთა. ”აბიდალი ძალიან მხიარულადაა” – განაცხადა პრეზიდენტმა კლინიკიდან გამოსვლის დროს.

ექიმ რიკარდ პრუნას განცხადებით ერიკის მდოგამარეობა ნელა, თუმცა ძალიან კარგად უმჯობესდება. მოსალოდნელია, რომ უახლოესს დღეებში ფეხბურთელი დატოვებს საავადმყოფოს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში