მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკა: “მესი კიდევ ერთ ოქროს ბურთს იმსახურებს”

კუენკა: “მესი კიდევ ერთ ოქროს ბურთს იმსახურებს”

ეპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, ისააკ კუენკამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი კვლავ იმსაუხრებს საუკეთესოს წოდებას. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პედროზეც ისაუბრა, რომელიც მისთვის მაგალითია. იყობინება ესპანური პრესა.

 

“ეჭვგარეშეა, რომ ლეო მსოფლიოში საუკეთესოა, ამიტომაც იმსახურებს კიდევ ერთ ოქროს ბურთს. მესი გვეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, შეცდომებზე მიგვითითებს და გვამხნევებს”.

 

“საფეხბურთო თვალსაზრისით, მე მუდამ ვაკვირდები პედრო როდრიგესს, რადგან ერთი და იმავე პოზიციაზე ვთამაშობთ, თან კანარის კუნძულელიც ახალგაზრდული აკადემიიდანაა მოსული”.

 

ისააკ კუენკა მოუთმენლად ელის მომავალ სეზონს, სადაც პეპ გვარდიოლას მაგივრად ტიტო ვილანოვა იქნება ფეხბურთელთა დამრიგებელი, რომელმაც გუნდი თავიდან უნდა დამუხტოს.

 

“ტიტოს დანიშვნა დამატებითი ბონუსია ყველასთვის, განსაკუთრებით კი გუნდისთვის, რადგან “ბარსელონა” სტილს არ შეიცვლის. თუმცა ჯერ ტიტოს არაფერი უთქვამს”.

 

“ბარსელონა” 13 მაისს ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს გამართავს “ბეტისთან” სტუმრად, ხოლო სეზონის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 25 მაისს – “ატლეტიკ ბილბაოსთან” (სამეფო თასის ფინალი). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში