”ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი მოხიბლული იყო იმით, თუ როგორ გააცილეს პეპ გვარდიოლა გულშემატკივრებმა.
შაბათს პეპ გვარდიოლამ ბოლოჯერ გაიყვანა გუნდი ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ. ”ბარსამ” 4:0 დაამარცხა ”ესპანიოლი”. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პეპს გაცილების ცერემონია მოუწყვეს.
”გულშემატკივრებმა შეავსეს ტრიბუნები და ხმამაღლა ყვიროდნენ: ”გვიყვარხარ პეპ!”. ეს შესანიშნავი იყო” – ამბობს სანდრო როსელი. ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გმირებს საპატიო დერეფნით აცილებენ. ჩვენი კლუბი და გულშემატკივრები ბოლო წლებში ძალიან გაიზარდნენ”.
”ბარსას” პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გვარდიოლას ”ბარსელონაში” დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია: ”ჩვენ ყველას გვსურს, რომ პეპი დაბრუნდეს. ის საპატიო დერეფნით გააცილეს და უკან ამავე გზით დაბრუნდება. ნებისმიერ დროს, როცა მას მოუნდება” – დაასრულა როსელმა.



