ტრადიციულად, პეპ გვარდიოლამ და მაურისიო პოჩეტინიომ მონაწილეობა მიიღეს კატალონიური დერბის წინ მწვრთნელების ხელის ჩამორთმევაში.
პეპ გვარდიოლა და მოურისიო პოჩეტინიო დღეს შუადღით ”ნოუ კამპზე” შეხვდნენ ხვალ გასამართი კატალონიური დერბის წინ. მწვრთნელები სტადიონზე გავიდნენ და ერთმანეთს წარმატება უსურვეს შეხვედრაში. ეს ორი მწვრთნელი განასახიერებს გულთბილობას და პატივისცემას გუნდების მიმართ. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”პოჩეტინიო შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს”.



