შაბათს, ხუთ მაისს, პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” უკანასკნელად გაიყვანს. კატალონიური დაპირისპირების წინ, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ გულშემატკივრებთან მის გამომშვიდობებაზე მეტად მნიშვნელოვანი “ესპანიოლთან” თამაშია.
“დამშვიდობება არასდროს მიყვარდა, მაგრამ ცნობილი პიროვნება ვარ და როდესაც “ბარსელონას” წვრთნი, მოგწონს ეს თუ არა, მსგავს ფაქტებთან შეგუება გიწევს. იმედი მაქვს, რომ ხალხის რეაქცია იქნება ისეთივე, როგორიც ყოველთვის იყო – ბუნებრივი.
“ბარსელონას” უკვე 4 წელია ვწვრთნი და ჩემს მიმართ ასეთი ყურადღება ბუნებრივია, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს, რადგან გულშემატკივარი მოედანზე ფეხბურთის საყურებლად მოდის. ეს თამაში ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადების შემადგენელი ნაწილია.
ხალხი გრძნობს, რომ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ შეუძლიათ. ზედიზედ მე-4 სეზონია, ჩემპიონატში 90-ზე მეტი ქულის დაგროვებას ვახერხებთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ასეთი ფეხბურთელებითაა” – აცხადებს გვარდიოლა “ესპანიოლთან” გასამართი მატჩის წინ.



