მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“თქვენ გაბრაზებულები ხართ ჩემზე იმის გამო, რომ მე თქვენგან წავედი. მაგრამ თქვენვე მთხოვეთ მე წასვლა პრინცესასთან, მე კი სასწრაფოდ აღვასრულე თქვენი სურვილი. ჩვენ ხომ ერთსა და იმავე ადამიანთა შორს აღვიზარდეთ. როდესაც თქვენ ამბობდით “დედას”, მეც უჩუმრად იგივეს ვიმეორებდი. მე მიყვარდა ის, ვინც თქვენ გიყვარდათ, თქვენი მტრები კი ჩემი მტრები იყვნენ. როდესაც თქვენ გიჭირდათ, მე ბალიშიდან თავის ვერ ვწევდი. გამოკეთდებოდით თუ არა მეც გამოვკეთდებოდი. ნუთუ ყოველივე ამის მერე, ასეთ მჭიდროდ თანაცხოვრებისა თქვენთან, თქვენი მეგობარი შეიძლება თქვენს მტრად ვიქცე!”

 

ევგენი შვარცი. “აჩრდილი”

 

საყურადღებოა, რომ ხუთი წლის წინ პეპ გვარდიოლას და ტიტო ვილანოვას განიხილავდნენ, როგორც სამწვრთვნელო ტანდემს. უფრო მეტიც, ფიგეროელი (ტიტო) ხშირად სადაზღვეო ბაგირი იყო ხოლმე, დასაყრდენი. დიახ, პეპს საერთოდ არ ააქვს სამწვრთვნელო გამოცდილება, სამაგიეროდ მისი თანაშემწე უკვე მოიხარშა სამწვრთვნელო საქმეში, ესპანეთის დაბალ დივიზიონებში, იცის რა როგორ ხდება. მათ ერთად დაიწყეს “ბარსა ბ-დან” მოყოლებული. როგორც მწვრთვნელები და როგორც ფეხბურთელები. იქაც და იქაც ვილანოვა ცოტათი უფროსი და ცოტათი უფრო გამოცდილი იყო, მაგრამ ფრიადოსნების დაფაზე პეპის ფოტო იყო გაკრული. გვარდიოლა იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” ცენტრალურ ფიგურად იქცა და ამ გუნდის წარმატების მყარი გარანტიც იყო. რას მიაღწია ტიტომ, როგორც ფეხბურთელმა? მხოლოდ ის, რომ ჟოზე მოურინიუზე მეტი მატჩი ითამაშა პროფესიონალურ დონეზე და უკეთეს გუნდებში.

“პალაფრუგელის” მწვრთვნელი, “ფიგერესის” სელექციაზე პასუხისმგებელი, “ტერასის” ტექნიკური დირექტორი – აი რას შვრებოდა ტიტო ვილანოვა სამწვრთვნელო კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი, ამას “ყოვლისმცოდნე” ინგლისურ ვიკიპედიაშიც ვერ ამოიკითხავთ. ტიტომ ვერსად ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ საფუძვლიანად გაიზარდა მისი ცოდნა. გვარდიოლა მოხიბლული იყო ტიტოს გონებრივი შესაძლებლობებით და მოწინააღმდეგის თამაშის მანერის ანალიტიკური განხილვით, ტერასაზე. საიდანაც “ბარსელონა ბ” უნდა გადმოსულიყო.

“ყველაზე მარტივია ფეხბურთელად ყოფნა, აკეთებ იმას რაც შენ მოგწონს. იმას, რასაც ბავშვობაში გასწავლიდნენ. უბრალოდ ვარჯიშობ რამდენიმე საათს დღეში და სულ ესაა. მაშინ, როდესაც მწვრთვნელი მთელი დღე ფეხბურთზე ფიქრობს. ის იმ საქმეს უძღვნის თავს, რომელსაც დიდი ყურადღება და საკუთრი თავის შეწირვა სურს. მაგრამ ყველაზე რთულია სპორტულ დირექტორად მუშაობა. გამუდმებით მწვრთვნელებს, დირექტორებს და ფეხბურთელებს უნდა ესაუბრო, გამუდმებით ხაზზე უნდა იყო. ეს სამუშაო იშვიათად ფასდება.”დიდებას” კი მხოლოდ მაშინ იძენ თუ კი შენ საქმეს აკეთებ ცუდად.”_ ყვება ტიტო თავის გამოცდილებაზე.

პეპ გვარდიოლას გუნდში ყოფნისას მისი მთავარი მოვალეობა იყო მოწინაარმდეგის თამაშების ჩანაწერების ყურება, ასევე სელექციური გეგმისა და ახალი სეზონისათვის ტაქტიკური მონახაზის გაკეთება.

 

გვარდიოლას წარმატებაზე საუბარი ისე არ ხდება, რომ არ აღინიშნოს მისი კატალონიურობა. ის ყველა დამლაგებელს იცნობს ნოუ კამპზე. მაგრამ არსანიშნავია, რომ 2002/2003 წლების სეზონებში ტიტო ვილანოვა “ბარსელონას” ერთ-ერთი ახლაგაზრდული გუნდის მწვრთვნელი იყო. სწორედ მის გუნდში იყვნენ: ჟერარ პიკე, სესკ ფაბრეგასი, ლაიონელ მესი. პირველად მესიმ “ყალბი ცხრიანის” პოზიციაზე სწორედ მაშინ იასპარეზა.ლეო ყოველთვის ახსენებს ტიტო ვილანოვას იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მის კარიერულ წინსვლაში ლომის წილი დაიდო.

საერთოდ “ბარსელონას” ფეხბურთელებს არასოდეს არ ავიწყდებათ ის ხალხი, რომლებიც გულშემატკივართათვის შეუმჩნევლად რჩებიან. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მას მეტსახელად “კარგი ბიძა” შეარქვეს, რომელიც მზად არის საჭიროების შემთხვევაში გვერდით დაგიდგეს ან საბრძოლო ხასიათი აგიმაღლოს. გემახსოვრებათ ბერნაბეუზე მოგებული კლასიკო 2-6, სადაც პუიოლმა არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ კარლესმა თქვა, რომ ეს კომბინაცია “საშინაო დავალება” იყო, რომელიც იცოდნენ მხოლოდ ჩავიმ, პუიოლმა და ტიტომ, საყურადღებო ფაქტია. გულშემატკივართათვის საორჭოფოა მისი კანდიდატურა იმის გამო, რომ ის მეტისმეტად მშვიდია, ქარიზმის არქონა. მართლაც პეპის “მარჯვენა ხელი” იმდენად ემოციური არ იყო სამწყვრთნელო კრესლოში, როგორც გვარდიოლა, თუმცა იგი სულ ასე როდია. რამდენიმეჯერ იგი სათადარიგოთა სკამიდანაც გაუძევებიათ.

პეპის სახე სულ იყო განათებული შუქფარებით, მაგრამ წლიდან წლამდე კადრში ხშირად ხდებოდა ტიტო ვილანოვაც. მაგრამ წლების მერე, როდესაც ჩანაწერებს გადახედავ ხვდები, რომ სანდრო როსელისა და ანდონი სუბისარეტას ეს გადაწყვეტილება არ იყო პოპულისტური და არც სადემონსტრაციული. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ტიტოს მეტად უკეთესი სასტარტო მდგომარეობა აქვს ვიდრე ეს ქონდა ფრანკ რაიკაარდს ან თუნდაც პეპ გვარდიოლას. მე არ მიცდია მეთქვა, რომ შემექმნა მითი აჩრდილზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავარი ფიგურა იყო, რომელიც იჩრდილებიდა.

 

“გვარდიოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლო კონტაქტში იყო უდიდეს ფეხბურთელებთან და იცის რა წნეხია კამპ ნოუზე. ნებისმიერი მწვრთვნელი, რომელიც აქ მოვა იქნება ახალბედა.”

 

მხოლოდ ესაა, რომ ტიტო არ იქნება ახალბედა. ის უკვე ხუთი წელია “ბარსელონას” წარმატების თანამონაწილეა.

 

-მე თქვენ უნდა გამოგელაპარაკოდ, მაგრამ ვერ ვბედავ ამას, პრინცესა

-ვინ ბრძანდებით?

-მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ

-ვისი?

-მე იმის საუკეთესო მეგობარი ვარ ვისაც თქვენ ელოდებით პრინცესა.

-თქვენ ჩემთან მან გამოგზავნათ?

-კი. მან მთხოვა მეთქვა, რომ ის მოვა პრინცესა. მნიშვნელოვანმა საქმემ შიაყოვნა ის. ყველაფერი კარგადაა პრინცესა.

-აი, მე ისევ მოვიწყინე. თქვენ მე მასწავლით მის დაბრუნებამდე. აბა? მიდი! მე თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ თქვენ მე ამას გახსენებთ, მაგრამ მე ხომ პრინცესა ვარ. მე მივეჩვიე სწავლებას…



 

 

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში