მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რაიო”-“ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“რაიო”-“ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

პედრო როდრიგესი: “იმ სირთულეების შემდეგ, რომელიც გამოვიარეთ ჩემპიონთა ლიგასა და “კლასიკოში”, დღევანდელმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ძლიერები და მონდომებულები ვართ. პეპის წასვლა მძიმე დარტყმა იყო ფეხბურთელებისთვის თანაც მას შემდე, რაც გუნდისთვის გააკეთა. პატივს ვცემთ პეპის გადაწყვეტილებას. მიუხედავად ყველაფრისა, მოხარულები ვართ ტიტოს მწვრთნელობით. ძალიან გვინდა სამეფო თასის მოგება, რათა გავახაროთ გულშემატკივრები და გვარდიოლა. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ. მესი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. ვეხმარებით ყველა, რომ ჩემპიონატი დაასრულოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულით. “რაიოს” სწრაფი გოლები გავუტანეთ და ვახორციელებდით პრესინგს მათ საჯარიმოსთან. გახსნილი შეხვედრა იყო და სიამოვნება მივიღეთ მატჩისგან”.

 

ვიქტორ ვალდესი: “გუნდმა დიდებულად ითამაშა, ჩვენ კი უდიდესი ამბიცია და სიმშვიდე გამოვამჟღავნეთ. ახლა ფოკუსირება მომდევნო შეხვედრაზე გვმართებს”.

 

დანიელ ალვეში: “მსურს ბოდიში მოვუხადო “რაიო ვალიეკანოს” გულშემატკივრებს, თუკი გავაღიზიანე ჩემი ჟესტებით გოლის აღნიშნვის დროს. ნამდვილად არ მსურდა ასე გამოსულიყო”. 

 

სერხიო ბუსკეტსი: “მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდია, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ლიონელ მესის “პიჩიჩი” მოვაგებინოთ მიმდინარე სეზონში. მან ყველა რეკორდი მოხსნა, ის მსოფლიოში საუკეთესოა. პინტო ჩვენი კიპერი იქნება სამეფო თასის ფინალში და დღევანდელ შეხვედრაში მას საშუალება მიეცა თამაშის რითმს აყოლოდა. ძალიან დაძაბული მატჩი გველის ფინალში და იმედი მაქვს, პეპი კლუბს ტიტულთან ერთად დატოვებს”. 

 

ტიაგო ალკანტარა: “პირველ რიგში, მსურს იბრაჰიმ აფელაის მივულოცო დაბრუნება. ის საუკეთესოს იმსახურებს. ბოდიშს ვუხდი მადრიდულ პუბლიკას, თუ ისინი გავანაწყენე გოლის აღნიშნვით. შეცდომა დავუშვი, როცა გოლის შედეგ ეიფორიაში ვიყავი. არ მსურს ასეთი რამე კიდევ რომ განმეორედეს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში