მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

   

    მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში “კამპ ნოუზე” ისევ ნახავთ ელეგენტურად ჩაცმულ, გამხდარ მამაკაცს. ის კვლავ მოისმენს მადლიერების გამომხატველ შეძახილებს მაყურებლებიდან, კვლავ დაინახავს ასობით პლაკატს თუ ბანერს, სადაც მისი სახელი ეწერება, მისი გუნდი კვლავ ითამაშებს საოცარ ფეხბურთს, მაგრამ მატჩის შედეგი უკვე მეორეხერისხოვანი იქნება. შეიძლება ითქვას აბსოლუტურად უმნიშვნელოც. სანპედორელი ლეგენდა დატოვებს საკუთარ სახლს.

    ეს ყველაფერი უკვე იყო…11 წლის წინ კატალონია უკვე დაემშვიდობა პეპ გვარდიოლას. მაშინაც იგივე მიზეზები ითქვა: დაღლილობა, საქმისგან მოწყვეტის სურვილი და ა.შ. ფეხბურთელი გვარდიოლა წავიდა, რათა გამხადრიყო უდიდესი მწვრთნელი “ბარსელონას” ისტორიაში. ახლა ის მიდის, რათა დაბრუნდეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დაგვჭირდება, როცა “ბარსელონას” კვლავ მოენატრება საკუთარი ცოცხალი სიმბოლო.

    ძნელია იმის თქმა ეს როდის მოხდება. თუმცა ვფიქრობ, რომ მისი დაბრუნება ფეხბურთში კატალონიიდან არ მოხდება. იტალია-რომელმაც მოხიბლა პეპი, ბარსელონადან წასვლის შემდეგ, აი რომელი ქვეყანა იქნება სავარაუდო დანიშნულების ადგილი. ის დაისვეებს რეალთან მუდმივი ბრძოლისგან და აუცილებლობისგან იყოს საუკეთესო ყოველ მატჩში.

    ძალიან ბევრს ჰგონია რომ ის უბრალოდ მოვიდა რაიკაარდის შემდეგ, მივიდა მესისთან და უთხრა: “შენ საუკეთესო ხარ” და ამის შემდგ წამოვიდა ტიტულებების წვიმა, თუმცა სინამდვილეში პეპს არაერთი პრობლემის გადაჭრა მოუწია, ლურჯ-ბროწეულისფერი ავტომობილის შესაკეთებლად. მან გუნდიდან გაუშვა დეკო და რონალდინიო, იმ დროინდელი “ბარსელონას” ორი საკვანძო ფიგურა და ახალი გუნდის შენება დაიწყო. ეს ახლა ეჩვენება ყველას, რომ ლეო მესი ყოველთვის უნივერსალური მოთამაშე იყო, თუმცა ჯერ კიდევ 5 წლის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა გახდებოდა იგი მსოფლიოს საუკეთესო და თუ დარჩებოდა უბრალოდ შესანიშნავ დრიბლიორად შეტევის მარჯვენა ფლანგზე. და ჩავი? ყველამ იცის, რომ ოქროს ბურთის კანდიდატობა და მსოფლიო ფეხბურთის მეგა ვარსკვლავად აღიარება მისთვის, მხოლოდ გვარდიოლას მწვრთნელობისას მოვიდა.. .ინიესტა? ხავის განუყოფელი პარტნიორი და ტყავის ბურთის ჯადოქრად აღიარებული ნახევარმცველი.

      როგორ ათამაშდა დანიელ ალვეში, როგორ დააყენა ძირითად შემადგენლობაში ყველასთვის უცნობი სერხიო ბუსკეცი, რომელიც მიუხედავად თავისი რეპუტაციისა დღეს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. როგორ იქცა პედრო როდრიგესი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის ავტორი და როგორ გახდა იგი მუნდიალის ტრიუმფატორი, როგორ იქცა “პიკენბაუერად” მანამდე ინგლისში მოთამაშე ახალგაზრდა ხერარდ პიკე. გვარდიოლას ეს ხალხი ისე არ შეუკრებავს, როგორც წლების წინ, “ბარსელონას” დამაარსებელმა ჟოან გამპერმა შეკრიბა-გაზეთებში გამოცხადებით….პეპი თვითონ იდგა კლუბის ყველა ფეხბურთელის, ყველა ტიტულის უკან.

    მან შექმნა გუნდი რომელმაც მთელი საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაჰყო” “ბარსელონას” მოყვარულებად და არამოყვარულებად(ან უბრალოდ იმ ხალხად, ვისაც “ბლაუგრანა” ყელში ამოუვიდა) .გვარდიოლამ კრუიფის იდეა სრულყოფილებამდე მიიყვანა, შექმნა გუნდი რომელიც ყველასთვის დაუვიწყარ ფეხბურთს თამაშობს. ლაპორტამ სრულიად გამოუცდელ მწვრთნელებს ორჯერ ანდო კლუბის მართვის სადავეები, ახლა კი სანდრო როსელის ჯერი დადგა.უკეთესმა შეწყვიტა იყოს კარგის მტერი და და დამსახურებული დასვენების მისაღებად წავიდა. 

   ის იყო ბურთების მიმწოდებელი, შემდეგ გახდა ფეხბურთელი, კაპიტანი და მწვრთნელი. ის დღეს უკვე ცოცხალი ლეგენდაა, ის არის ადამიანი რომელიც ბავშვობაში საყვარელ ფეხბურთელებს ტყავის ბურთს აწვდიდა, მოგვიანებით კი მათთვის ოქროს ბურთების მიმწოდებლად იქცა. 

   მხოლოდ 10 დღის წინ მე, როგორც “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარს ყველაფერი მქონდა. ვიბრძოდით პრიმერა დივიზიონში, ვიყავით ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მთავარი კანდიდატები და რაც მთავარია გვყავდა მწვრთნელი. ჩემთვის იმ მატჩებში დამარცხებაც არ იყო იმდენად მტკივნეული, რადგან ვიცოდი პეპი სათანადო დასკვნებს გამოიტანდა და შემდეგში აუცილებლად გავიმარჯვებდით. 

     ახლა კი…ამ საშინელი 10 დღის განმავლობაში 2 ტიტული დავკარგეთ და დავკარგეთ პეპიც. ვიცი რომ ყველა მისი მადლიერი უნდა ვიყოთ ზღაპრული წლებისთვის, მაგრამ ახლა ისე ვარ, თითქოს რაღაც ძალიან ახლობელი და მშობლიური წამართვეს. ეს ისაა რასაც ახლა გულით ვგრძნობ.
     გონებით კი ვხვდები, რომ არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. შემადგენლობა რჩება უცვლელად და კიდევ გაძლიერდება, დაინიშნა ტიტო ვილანოვა, ე.ი თამაშის სტილი არ შეიცვლება, ტიტოს დანიშვნა კი იმას მაფიქრებინებს, რომ გვარდიოლა კვლავ დაბრუნდება. ასე რომ ვხვდები, სანერვიულო აბსოლუტურად არაფერია. ვიხსენებ როგორ წავიდა ლუის არაგონესი ესპანეთის ნაკრებიდან ევრო ტრიუმფის შემდეგ, ლიპი ესპანეთიდან მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ, მოურინიო “ინტერიდან” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, მაგრამ თითქოს ისინი ესპანეთიდან, იტალიიდან, “ინტერიდან” წავიდნენ, პეპმა კი თითქოს ფეხბურთი მიატოვა და თავისი წილი ფეხბურთი წაიღო.

    და აი ასე ვზივარ ახლაც. გონება მკარნახობს, რომ არაფერი ფატალური არ მომხდარა, გული კი მაინც რატომღაც დამძიმებული მაქვს….და აი ასე, უკვე მეორე დღეა ერთმანეთს ებძვიან გული და გონება, გონება და გული….

 

ლეგენდა  სანპედორიდან აუცილებლად დაბრუნდება….

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში