დღეს ფეხბურთის სამყაროსთვის და განსაკუთრებით “კულეებისთვის” ძალიან ემოციური და გულდასაწყვეტი დღეა. “ბარსელონას” მწვრთნელობის პოსტი დატოვა ადამიანმა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში, მოიგო რო 13 ტიტული, გაამარავალფეროვნა და დახვეწა კრუიფისეული თამაშის სტილი. ეს პიროვნება გახლავთ ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა. ძალიან რთულია წარმოიდგინო “ბარსა” მის გარეშე და ის “ბარსას” გარეშე. პეპის სისხლი ხომ ლურჯ-ბროწეულისფერია.
ბევრი თქვენგანი თვლის, რომ პეპმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მძიმე პერიოდში გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. მოდით, მას ადამიანურად გავუგოთ და წარმოვიდგინოთ მის ადგილას თავი. კაცი, რომელმაც დაიპყრო საფეხბურთო მწვერვალები, რა თქმა უნდა, არ შეეგუება იმის ყურებას, თუ როგორ მიდის ნელ-ნელა უკან მისი გუნდი. მარადიული არაფერია, შესაბამისად, ოდესმე უნდა დასრულებულიყო ის “ოქროს ხანა”, რომელიც ხოსეპმა შექმნა ფეხბურთში. ოთხწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა “ტაიმაუტი” აეღო და ეეწონდაეწონა ყველაფერი.
ჩვენ, “ბარსელონას” გულშემატკივრებს არაფერი გვაქვს მისთვის სათქმელი, გარდა მადლობისა, რადგან წუმპეში ჩაძირული გუნდი, სრულიად უიმედო, ამოიყვანა ნაპირზე და შემდეგ მწვერვალებზე. გაგვიძლიერა კლუბისადმი სიყავრული, გაუჩინა უამრავი ქომაგი გუნდს და დაწერა ისტორია, სადაც მას ოქროს ასოებით ჩაწერენ. კრუიფის შეგირდმა ბრწყინვალედ აითვისა ოსტატის გაკვეთილები და ჩამოყალიბდა “ტიკი-ტაკას” ერთ-ერთ ფუძემდებლად.
ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ როგორ უყვარდა ამ ადამიანს “ბარსელონა”. ყველანი დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ პეპ გვარდიოლას გულზე “ბარსას” გერბია გამოსახული, რადგან მთელი ცხოვრება მიუძღვნა მას და საუკუნოდ დარჩება მისი ისტორიის ფურცლებზე. რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხოსეპი მომავალი წლიდან აღარ იჯდება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სათადარიგოთა სკამზე, აღარ იქნება ისეთი ემოციური, როგორიც ჩვეულად იყო. წინასწარ არ ვილაპარაკებ ტიტო ვილანოვაზე, რომელმაც ზემდიწევნით კარგად იცის გვარდიოლას ყოველი ნაბიჯი, მაგრამ კლუბის ისტორიაში არ ყოფილა პრეცენტენტი, როცა მოედანზე საკუთარი 10 აღზრდილი ფეხბურთელი ყოფილიყოს. ამას მიაღწია სწორედ გვარდიოლამ და არ დაჭირდა მილიონების გადაყრა ფეხბურთელებში. თუმცაღა მისი ერთადერთი სატრანსფერო შეცდომა გახლდათ – ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მოვესწარით ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო ერას. ამას, შესაძლოა, ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ გავა თვეები, წლები და გავიხსენებთ “პეპ-თიმს”. გაიხსენებს ის ხალხი, რომელიც დღეს მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს “ბარსელონას”. სწორედ ამ დროს ავივსებით სიამაყით და თავაწეულები ვიტყვით, რომ ვიყავით იმ ეპოქის მომსწრენი, როცა “ბარსელონამ” გვარდიოლას თაოსნობით დაიპყრო საფეხბურთო სამყარო. არასდროს დავივიწყოთ მისტერი და მუდამ გვახსოვდეს რა გააკეთა ფეხბურთისთვის, კლუბისთვის და ჩვენთვის, რიგითი ქომაგებისთვის!
დრონი მეფობენ და არა მეფენი !!!
Adios Boss !!!
[media=http://www.youtube.com/watch?v=2ntKgLxgY9s]
გვარდიოლამ ოთხი წელი იმეფა და ახლა ასპარეზი დაუთმო სხვებს….














You Have Been The One For Us !!!



