მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი: ”კონტრაქტის შესახებ უახლოეს დღეებში პრეზიდენტს შევხვდები”

პეპი: ”კონტრაქტის შესახებ უახლოეს დღეებში პრეზიდენტს შევხვდები”

პეპ გვარდიოლა უახლოეს დღეებში შეხვდება კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელს, რათა კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ.

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება  სანდრო როსელს, რათა გადაწყდეს, დარჩება თუ არა ის კლუბში.

”უახლოეს დღეში გადაწყდება დავრჩები თუ არა” – განაცხადა გვარდიოლამ. ”შევხვდები პრეზიდენტს და კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

”ხვალ (დღეს. რედ) დილით მე და ტიტო ვისაუბრებთ, შემდეგ კი პრეზიდენტს შევხვდებით. ჩვენ ყველა სიტუაციას განვიხილავთ, შემდეგ კი გადაწყვეტილება კლუბზე იქნება” – დაასრულა პეპმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში