”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ლონდონის ”ჩელსის” წარმომადგენლებს შესანიშნავი მიღება მოუწყო სანაპიროსთან ახლოს მდებარე რესტორანში.
როსელმა და ”ბარსელონას” დირექტორებმა ”ჩელსის” წარმომადგენლებს რესტორანში უმასპინძლეს. კატალონიელებმა სტუმარმოყვარეობა გამოიჩინეს და სათანადოდ უპასუხეს ერთი კვირის წინ ლონდონში მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ შევხედრას ვერ დაესწრო რომან აბრამოვიჩი მან განაცხადა, რომ აუცილებლად დაესწრება შეხვედრას ”ნოუ კამპზე”.
ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა გამოიყენეს შანსი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დადებითი ემოციები მიიღეს.
