მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია ოპტიმისტურადაა განწყობილი

ვილია ოპტიმისტურადაა განწყობილი

კვირას ზუსტად 4 თვე გავა მას შემდეგ, რაც ასტურიელმა ფორვარდა ფეხი მოიტეხა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინლაში “ალ სადის” წინააღმდეგ მატჩში. მან დღეს თვის “ტვიტერზე” სურათი დადო, რომელიც გადაღებულია 3000 მეტრის სიმაღლის მთაზე, ლა მოლაზე. იგი თანაგუნდელ სერხიო ბუსკეტსთანა და ფიზმომზადების მოხელეებთან: ემილი რიკარტთანა და პეპე კოშტასთან ერთად იყო. ამის შემდეგ, იგი დაესწრო საქვემოქმედო აქციას და განაცხადა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის მთაზე ავიდა, მაგრამ ამჯერად ყველაზე დიდი მარშრუტი გამოუვიდა.

 

დავიდ ვილია ძალიან გახარებული იყო პროგრესით: “ჩემი ფეხი ახლა უკეთესადაა და ველოდები სრულ აღდგენას”. ამასთანავე, ასტურიელს შესანიშნავად ესმის, რომ მოთმინება და დრო სასიცოცხლოა ასეთ ვითარებაში.

 

გამარჯვება  

 

ვილიამ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ფეხი მოიტეხა, ძალიან ბევრ მატჩს უყურებს ტელევიზორში. მას სჯერა, რომ “ბარსას” ლა ლიგის მოგების შანსი აქვს, თუ მოგებათა სერიებს განაგრძობს: “გვმართებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. ამის შემდეგ ვნახავთ რაც მოხდება”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში