მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი: ”აბიდალის მონახულებას ვეცდები”

მაქსველი: ”აბიდალის მონახულებას ვეცდები”

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ზამთარში ფრანგულ ”პსჟ”-ში გადაბარგდა სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა ყოფილ თანაგუნდელს, რომელსაც კონკურენციას უწევდა ძირითადში მოხვედრისთვის.

შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალმა 2 დღის წინ ღვიძლი გადაინერგა. მაქსველმა პირობა დადო, რომ რაც შეიძლება მალე შეეცდება ერიკ აბიდალის მონახულებას.

”მე ვესაუბრე ”ბარსელონას” ექიმებს იმისთვის, რომ ერიკის მდგომარეობა გამეგო” – ამბობს ბრაზილიელი. ”მე მითხრეს, რომ ის წესრიგშია, ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ უახლოესი პერიოდში ის საავადმყოფოში დარჩება. მე და აბიდალს შორის შეიძლება საუკეთესო მეგობრული ურთიერთობა არაა, თუმცა ჩვენს შორის ურთიერთობა ნორმალური იყო. ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად ესპანეთში ჩასვლას და მის მონახულებას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში