workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” – ”ხეტაფე”. ციფრები

”ბარსა” – ”ხეტაფე”. ციფრები

კატალონიის ”ბარსელონამ” გუშინდელ შეხვედრაში ”ხეტაფეს” 4-0 სძლია.”ბარსამ” ”ლა ლიგაში” ზედიზედ 10 მატჩის მოგება შეძლო. ახლა კი გავეცნოთ გუშინდელი თამაშის ციფრებს.

 

– პეპ გვარდიოლა ფრანკ რაიკაარდს გაუთანაბრდა. ორივეს ”ლა ლიგაში” 112-112 მოგება აქვთ. პირველ ადგილზე კრუიფი გახლავთ 183 მოგებული მატჩით.

 

– ალექსის სანჩესმა ”ხეტაფესთან” დუბლი შეასრულა. სულ ჩილელმა 13 გოლი მიითვალა. აქედან 10 ”ლა ლიგაში”, 2 ”ჩემპიონთა ლიგაზე” და ერთიც ”კოპა დელ რეიზე”.

 

– გუშინდელ შეხვედრაში მეორე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა. მან 39 გოლის გატანა შეძლო. მას შეუძლია შემდეგ მატჩებში რონალდოს რეკორდი გააუმჯობესოს. წინა სეზონში პორტუგალიელმა 40 გოლის გატანა შეძლო.

 

– ”ბარსამ” ამ სეზონში 94 გოლის გატანა მოახერხა, უფრო მეტის ვიდრე გასულ სეზონებში. ეს რიცხვი შემდეგ 6 თამაში უფრო გაიზრდება.

 

– იმის შემდეგ, რაც მასკერანო მუნიესამ შეცვალა მოედანზე ”ბარსას” 10 აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობდა. 

 

– ჩავი (153 – სწორი გადაცემა), ბუსკეტსი (125 – სწორი გადაცემა), ინიესტა (104 -სწორი გადაცემება). ”ხეტაფედან” გამოირჩეოდა მიგელ ტორესი, რომელმაც 39 ზუსტი გადაცემა გააკეთა. საბოლოო შედეგი ასეთი გახლავთ: ”ბარსა” – 718 ზუსტი გადაცემით და ”ხეტაფე” – 177 სწორი გადაცემით.

 

– სერხიო ბუსკეტსი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გუშინდელ თამაში (კერძოდ დაცვაში). მან მცველებს ძალიან დიდი დახმარება გაუწია და ბურთი 13-ჯერ ჩაჭრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward