workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო: “მე მჭირდება გოლი რომში”

ეტო’ო: “მე მჭირდება გოლი რომში”

ამ კვირას კატალონიის “ბარსელონას” კამერუნელ თავდამსხმელს სამუელ ეტო’ოს ჰქონდა საკმაოდ ბევრი შანსი გოლების გატანისა, მაგრამ მხოლოდ ერთი მოახერხა.

ეტო’ო:

“მე ამ თამაშში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე , მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მთავარია ჩვენ ჩემპიონები გავხდით რის გამოც ძალიან გახარებული ვარ”.

“მე მჭირდება რომში გოლის გატანა, მაგრამ ვიცი რომ ეს ადვილი არ იქნება”.

კამერუნელმა კარგად იცის თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებას და აირა თქვა მან ამაზე: “გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რომის ფინალს კარგად მომზადებული დახვდეს. ლიგის მოგება იქნება ძალიან სასიხარულო, მაგრამ არა ადვილი”.

გუდიონსენი:

“ჩვენ უკვე მოვიგეთ ორი ტიტული სამიდან და გუნდი შეეცდება ბოლო და მთავარი ტიტულის დასაკუთრებასაც. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ისვენებენ და ამიტომ ჩვენ მეორე შემადგენლობას და “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებს მოგვიწევს დარჩენილი შეხვედრების ჩატარება, რისთვისაც თავს არ დავზოგავთ”.

“როგორც ერთი კვირის წინ განვაცხადე მე ძალიან მოხალული ვარ ამ სეზონის ასე ბრწყინვალედ ჩატარების, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ჩემთვის, რომ მეტი სათამაშო დრო მოეცათ, მაგრამ ესეც დიდი არაფერია”.

“შაბათ საღამოს ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დამირეკეს და გაჩემპიონება მომილოცეს”.

“ეს სეზონი იქნება “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო თუ ფინალშიც გავიმარჯვებთ”.

ჯეფრენი:

“ვფიქრობ გვარდიოლას სჯერა ჩემი, მაგრამ მე უფრო მეტი უნდა ვიმუშაო”.

“პირველ გუნდთან ერთად თამაში ძალიან სასიხარულოა და მე კიდევ უფრო გახარებული ვიქნები თუ პეპი კიდევ ერთხელ გამომიძახებს სათამაშოდ”.

ოიერი:

“არანგოს დარტყმა იყო ძალიან ძლიერი და ჩაკეტილი და მე უბრალოდ ვერ მოვასწარი მასზე სწრაფი რეაგირება”.

“ძალიან კარგია, რომ გვარდიოლა ჩვენ “ატლეტიკის” ფეხბურთელებს გვაძლევს შანს დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები, პეპმა კარგად იცის ჩვენი აკადემიის წევრების შესახებ”.

ბოიანი:

“ეს მატჩი იყო უმოტივაციო და დიდი არაფერი არ მომხდარა, რომ ჩვენ ის წავეგეთ. ჩვენ ხომ უკვე ჩემპიონები ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვისიამოვნოთ ამით”.

ალვეში:

“ახლა ჩვენ მზად ვართ რომის ფინალისთვის”.

“ჩვენ ამ მატჩში ვცდილობდით ეტო’ოს დავხმარებოდით გოლის გატანაში, რადგან მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას ხომ შუძლია საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს მატჩი ეტო’ოსთვის ცოტა უიღბლო იყო მაგრამ მთავარია ის ისევ ლიდერია ბომბარდირებს შორის”.

ვალდესი:

“ჩვენ ჩემპიონები სახლში გავხდით და მინდა “ვილიარეალს” ამისთვის მადლობა გადავუხადო”.

“არა უშავს თუ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, მთავარია უკვე ჩემპიონები ვართ”.

“მოვიგო სამი ტიტული ერთ სეზონში ეს იქნება საუკეთესო რამ ჩემს ჩხოვრებაში. ჩვენ გვაქვს შანსი ამის და გამოყენებას აუცულებლად ვეცდებით”.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward