workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”მილანი”. იცოდით თუ არა, რომ…

”ბარსელონა” – ”მილანი”. იცოდით თუ არა, რომ…

 – ”ბარსელონამ” ”ნოუ კამპზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის 13 შეხვედრიდან 11-ში გამარჯვება იზეიმა.

 – ”ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ბოლო 4 საშიანო შეხვედრაში იმარჯვა.

 – ევროთასებზე ”ბარსელონამ” 3-ჯერ (5 შემტხვევიდან) შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, როცა პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

 – ”ბარსელონას” ევროთასებზე ”ნოუ კამპზე” უკვე 14 მატჩია არ წაუგია, ასევე გუნდს ბოლო 16 საშიანაო შეხვედრაში მუდმივად გააქვს გოლი.

 – ”ბარსელონას” და ”მილანს” შორის ”ნოუ კამპზე” 6 შეხვედრა გაიმართა: 2 მატჩი კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა, 1 შეხვედრა ”მილანის”, ხოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა.

 – თუკი ”ბლაუგრანას” ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავლენ გახდებიან პირველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ზედიზედ 5-ჯერ შეძლეს ამ ეტაპზე გასვლა.

 – ვალდესმა, პუიოლმა და ინიესტამ მონაწილეობა მიიღეს ”მილანთან” მატჩში 2006 წელს ლიგის 1/2 ფინალში, ჩავი და მესი ტრავმირებულები იყვნენ. იტალიური გუნდიდან იმ შეხვედრაში მონაწილეობას კლარენს ზეედორფი იღებდა.

 – ”როსენერიმ” ევროთასების 1/4 ფინალში 14-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 3-ჯერ ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.

 – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ”მილანმა” 4 შეხვედრა გამართა სტუმრად და ვერცერთ მათგანში შეძლო გამარჯვება. ”როსონერიმ” 3-ჯერ ითამაშა ფრე (”ბარსელონა” – 2:2, ”ბატე” – 1:1, ”ვიქტორია” – 2:2) და ერთხელ დამარცხა ლონდონის ”არსენალთან” – 0:3.

 – ევროთასებზე 1989 წლის შემდეგ ”ნოუ კამპზე” მატჩისშემდგომი 11 მეტრიანების სერია არ ყოფილა.

 – მიუხედავად იმისა, რომ ”სან სიროზე” გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა ”ბარსელონა” მაინც ყველაზე გამტანი გუნდია მიმდინარე გათამეშებაში. კატალონიელებს 30 გოლი აქვთ გატანილი.

 – ”ბარსელონას” ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად ჯარიმდებიან (87) და ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი (11) აქვთ მიღებული.

 – კარლეს პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია ”ბარსას” რიგებში, რომელიც ყვითლის მიღების შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო შეხვედრას.

 – ”ბარსას” კაპიტანს დღეს კლუბის მაისურით 550-ე შეხვედრის გამართვა შეუძლია, რაც მას საშუალებას მისცემს კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-2 პოზიციაზე გადავიდეს.

 – თუკი ნოჩერინო, ნესტა ან ამბროზინი მიიღებენ ყვითელ ბარათს გამოტოვებენ ევროთასების შემდეგ შეხვედრას.

 – ”მილანმა” ”სერიას ა”-ს 16 გასვლითი შეხვედრიდან 10 მატჩის მოგება შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward