პეპ გვარდიოლა ინარჩუნებდა სიმშვიდეს, როცა საუბრობდა ლიდერთან სხვაობის 6 ქულამდე შემცირებაზე: ”მე კვლავ მეჩვენება, რომ სხვაობა დიდია”. ასევე მწრთნელმა განაცხადა, რომ ”მალიორკასთან” შეხვედრაში 19 ფეხბურთელია გამოძახებული, მათგან 15 კი ლა მასიის აღზრდილია.
”ბარსელონამ” სულ რაღაც 1 კვირაში მადრიდის ”რეალთან” სხვაობა 4 ქულით შეამცირა, მაგრამ ”მაიორკასთან” მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლა სიფრთხილეს იჩენდა: ”ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება დარჩენილი 10 მატჩის მოგება, რადგან ჩვენი მეტოქეები მოედანზე ზემოტივერბულნი გამოვლენ. თუკი ჩვენ რამის მიღწევა გვსურს, მაშინ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ შევეცდებით ისეთ თამაშს, როგორიც ვიცით და გამოვიმუშავებთ ქულებს. მე კვლავ მეჩვენება, რომ ”რეალთან” სხვაობა ძალიან დიდია”.
რწმენა ფეხბურთელებში
ამავდროულად ”ბარსას” მწვრთნელი სრულად ენდობა ფეხბურთელებს: ”მე მჯერა იმის, რომ შეცდომებს არ დავუშვებთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენით ჩამოვრჩებით ლიდერს, საჭიროა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს. ჩვენ გამარჯვებები გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საქმე უნდა შეგვესრულებინა, ჩვენ ვიბრძოდით და თავი კარგად წარმოვაჩინეთ ყველა ტურნირში, რომლებშიც ვმონაწილეობდით. ამას გარდა მიმდინარე სეზონში 3 ტიტულის მოგება შევძელით. შევეცდებით კიდევ მოვიგოთ”.
ლა მასიას 15 ფეხბურთელი
მწვრთნელმა იცის, რომ შემდეგ შეხვედრაში მას ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, თუმცა ამაზე ბევრს არ ფიქრობს: ”მონტოია ძალიან კარგი ფლანგური მცველია, მუნიესას კი შესანიშნავად შეუძლია როგორც ლატარელის, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში. ”მალიორკასთან” შეხვედრაში 19 ფეხბურთელია გამოძახებული, 15 მათგანი კი ლა მასიას აღზრდილია. მე მივიჩნევ, რომ ეს ჩვენი მიღწევაა. შევეცდებით დიდი წარმატების მიღწევას, შეხვედრის მოგებას”.
რთული მეტოქე
რაც შეეხება ”ბარსას” უახლოეს მეტოქეს, პეპს არ დავიწყებია კუნძულელთა მთავარი მწვრთნელის, ხუაკინ კაპაროსის და მისი გუნდების თამაშის აღნიშვნა: ”გუნდი კაპაროსის ხელში ძალიან ამბიციური და დინამიური გახდა. ეს სტადიონი ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო”.



