მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს შესახებ საჩივარი არ მიიღეს

პიკეს შესახებ საჩივარი არ მიიღეს

ტურნირის კომიტეტმა არ მიიღო სამსაჯო კომიტეტის სარჩელი ჟერარდ პიკეს დასჯის თაობაზე.

 

ესპანეთის სატურნირო კომიტეტმა უკვე დახურულად გამოაცხადა საქმე, რომლის შესახებაც სარჩელი სამსაჯო კომიტეტმა აღძრა. საუბარია “ბარსელონას” მცველის, ჟერარდ პიკეს ირგვლივ შექმნილ სკანდალზე. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და ხიხონის “სპორტინგს” შორის გამართული მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა პიკე მოედნიდან გააძევა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან მკვეთრი განცხადებების გაკეთება მოჰყვა. “ბარსას” “3”-ანმა განაცხადა, რომ არბიტრი მისი გაძევებისთვის მიზეზებს ეძებდა.

 

ტურნირის კომიტეტის საბოლოო დასკვნაში ნათქვამია: “ფეხბურთელის ქმედებაში არ არის სათანადო განზრახვა, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი წესების მიხედვით დაისჯებოდა.”

 

შესაბამისად ჟერარდ პიკეზე არანაირი საჯარიმო სანქციები არ გავრცელდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში