ბრაზლიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ადრიანო კორეიამ, ტრავმა მიიღო “გრანადასთან” მატჩში და 10 დღით დაისვენებს. კლუბის ექიმებმა მას დიაგნოზი დაუსვეს – მარჯვენა ფეხის კუნთის დაჭიმულობა.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში მოირგო “ბარსელონას” მაისური და 3 გოლიც შეაგდო. აქედან ერთი მან ლა ლიგაში გაიტანა, ხოლო ორიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალში, “ალ-სადის” წინააღმდეგ მატჩში.


