ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო გუშინ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. აღდგენით ვარჯიშში მონაწილეობა ერიკ აბიდალმაც მიიღო. გუსტავო ”ბარსა ბ”-დან, ხორდი კინტილიე ”ხუვენილ ა”-დან და ჯოზეფ ფაბრის ონდოა, მეკარე ”ხუვენილ ბ”-დან ასევე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.
პირველად ტრავმის მიღების შემდეგ იბრაჰიმ აფელაიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ხუთშაბათს 6 თვე გავა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ეს ჰოლანდიელისთვის აღდგენის ბოლო ეტაპი იყო და ის სულ მალე მოედანს დაუბრუნდება.
აბიდალი, რომელსაც სულ მალე ღვიძლს გადაუნერგავენ თანაგუნდელებს შეუერთდა ძალების აღდგენით ვარჯიშზე.
ახალგაზრდული ”გაძლიერება”
ვარჯიშზე, რომელიც ”სიუტატ ესპორტივაზე” 12 საათზე დაიწყო იმყოფებოდნენ გუსტავო, ხორდი კინტილიე და ჯოზეფ ფაბრის ონდოა, ისინი ”ბარსა ბ”-ს, ”ხუვენილ ა”-ს და ”ხუვენილ ბ”-ს წარმოადგენდნენ შესაბამისად.
შემდეგ ვარჯიში დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ”ბარსელონა” შინ მიიღებს ”გრანადას”. ვარჯიში დღეს, 18 საათზე დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=5VNAv2nLhWs]























