მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” მგზავრობა თეთრი ავტობუსით მოუწია

“ბარსას” მგზავრობა თეთრი ავტობუსით მოუწია

 “სევილიასთან” მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა სწრაფად მიიღეს შხაპი და მოკლე კომენტარები მისცეს ჟურნალისტებს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ რაც შეიძლება სწრაფად სურდათ სევილიის აეროპორტში მისვლა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, თუმცა მოხდა უცნაური შემთხვევა…

 

სტადიონიდან გამოსული ფეხბურთელები ვერ ავიდნენ “ბარსელონას” ახალ ავტობუსში. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სალვადორმა, “ბარსას” ავტობუსის მძღოლმა ვერ იპოვა გასაღები. არავინ იცის გასაღები მოიპარეს, თუ უბრალოდ დაიკარგა, მაგრამ ფაქტია, რომ ის მძღოლს არ აღმოაჩნდა.

 

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კატალონიელებს დახმარება “სევილიამ” გაუწია და მათ სტუმრებს თეთრი ავტობუსი გამოუყვეს. “ბლაუგრანელები” აეროპორტამდე მშვიდად მივიდნენ და მშობლიურ ქალაქში მალევე გაფრინდნენ. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში