ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ განაცხადა, რომ არ აპირებს პეპ გვარდიოლასთან პოლემიკაში შესვლას.
საუბარი მიდი ჩილელი ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის ტრავმაზე, რომელიც მან ხიხონის ”სპორტინგთან” მატჩში მიიღო. პეპ გვარდიოლა იმ დროს წყობიდან გამოვიდა და ფეხბურთელს უთხრა, რომ ეს ტრავმა მან სინამდვილეში ჩილესა და განას შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. კატალონიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს გონიერებისკენ მოუწოდა.
”არ მსურს პეპ გვარდიოლასთან პოლემიკაში შესვლა. არ მსურს ასევე მისი გაცნობა. მისთვის პასუხის გაცემა არ მსურს, რადგან პრესის საშუალებით ეს ძალიან რთულია. ხალხი კითხულობს და ისმენს მხოლოდ იმას, რაც სურთ” – განაცხადა კლაუდიო ბორგიმ.



