მადრიდის ”რეალის” დირექტორი, ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი გამარჯვებული დარჩება საკუთარ ავადმყოფობასთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება, რის შემდეგაც ის გაურკვეველი დროით ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. ზოგიერთი სპეციალისტები თვლიან, რომ უკეთესი იქნება, თუკი ერიკი საფეხბურთო კარიერას თავს დაანებებს.
”მე კარგად ვიცნობ აბიდალს, რადგან მასთან ერთად ვთამაშობდი. მას ადვილი ბრძოლა არ ელის ავადმყოფობასთან, თუმცა ის გამარჯვებული დარჩება და უფრო ძლიერი გახდება. მე ვეტყვი მას, რომ მან სიმამაცე უნდა გამოიჩინოს. ეს სჭირდება ისევე როგორც მას, ასევე მის ოჯახს” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.


