სევილიაში გამგზავრებამდე დღეს დილით თავისი ბოლო ვარჯიში გამართა “ბარსამ” “სიუტატ ესპორტივას” #1 ბაზაზე. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ხვალ გასვლით მატჩს გამართავენ “სანჩეს პისხუანზე”.
“სიუტატ ესპორტივაზე” 19 ფეხბურთელი გამოცხადდა. ექიმებისგან თამაშის ნებართვის მიღების შემდეგ, ტიაგო და ალექსისი პირველი გუნდის 15 მოთამაშეს შეუერთდნენ. სევილიაში “ბარსა ბ”-ს ორი ფეხბურთელი – მარკ მუნიესა და კრისტიან ტელოც გაემგზავრებიან.
გუნდი ხვალ, ადგილობრივი დროით 9:15 საათზე “კამპ ნოუდან” გეზს “ელ პრატის” აეროპორტისკენ აიღებს. ფრენა 10:00 საათზეა დაგეგმილი. ანდალუსიაში კატალონიელები 11:40 საათზე ჩაფრინდებიან. სევილიაში ჩასვლისთანავე გუნდი სასტუმროში დაისვენებს და შემდეგ “სანჩეს პისხუანს” მიაშურებს.
განაცხადი “სევილიასთან” მატჩისთვის ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, ადრიანო, კუენკა, ტელიო და მუნიესა.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე, ხვალ გაიმართება.












