მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევროპის ჩემპიონატი გამოირიცხა; კარიერა დასასრულს უახლოვდება…

ევროპის ჩემპიონატი გამოირიცხა; კარიერა დასასრულს უახლოვდება…

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ერიკ აბიდალი, რომელსაც უახლოეს მომავალში გაუკეთდება ოპერაცია ღვიძლზე, გამოტოვებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში უნდა გაიმართოს, იტყობინება RMC.

 

როგორც ზემოთ ხსენებული გამოცემა იტყობინება, “ბლაუგრანას” ექიმებმა უკვე ოფიციალურად მიმართეს საფრანგეთის ნაკრების მესვეურებს, რომ ერიკის ოპერაცია გარდაუვალია და მას შანსი არ აქვს თავის ქვეყანას გაუწიოს დახმარება ევრო 2012–ზე.

 

…ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებას ვინ ჩივის! კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება აბიდალის საფეხბურთო კარიერა. მას უკვე დიდი ხანია აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სპორტის მიმართ უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, დიდი შანსია “მეფის” კარიერა დროზე ადრე დასრულდეს.

 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოპერაციას და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და აბიდალი მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს თუ არა, შემდეგი სეზონის დამაჯერებლად დაწყებას მაინც! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში