სეგუნდა დივიზიონ ბ-ს 31-ე ტურში, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა “ტერუელს” უმასპინძლა. კატალონიელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.
შეხვედრა 2-1 დასრულდა. “ბარსას” მხრიდან, გოლების ავტორები აბელ რუისი და რიკი პუჩი არიან.
“ბარსა ბ”-ს 45 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. პლეი-ოფში გასასვლელ მე-4 ადგილთან ჩამორჩენა 6 ქულაა.
იმედია პლეიოფში ითამაშებენ
კარგია ყოჩაღ <3
მეორე გოლი რიკი პუჩს არ ჩაეთვალა ძელს გაარტყა და დამატებაზე შეაგდო მისმა თანაგუნდელმა