შკრინიარის აგენტი: ჩემი კლიენტით “ბარსელონაა” დაინტერესებული

შკრინიარის აგენტი: ჩემი კლიენტით “ბარსელონაა” დაინტერესებული

მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენით არა მხოლოდ “რეალი”, არამედ “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.

“მისი შეძენა “რეალს” სურს. მილანით ასევე დაინტერესებულია “ბარსელონაც”. ჩემი კლიენტი იმ გუნდში გადავა, რომელიც “ინტერს” მოელაპარაკება.” – ციტირებს აგენტის სიტყვებს Diario Gol.

სავარაუდოდ, 24 წლის ფეხბურთელით “ბარსელონას” დაინტერესება სერიოზული არაა. კატალონიურ კლუბში უკვე ირიცხებიან ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი და კლემან ლანგლე, რომლებსაც, დიდი ალბათობით, მატიას დე ლიხტიც დაემატებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • donSergio
    24 მარ 2019, 10:40

    რატო თუარა კი😂

  • M10 S9 D11
    24 მარ 2019, 00:10

    დე ლიხტი მოგვყავს რაში გვჭირდება ეს

  • gurgenidze
    23 მარ 2019, 22:58

    Rashi gvchirdeba es amdeni centraluri mcveli vegar gavige 😂🤣