Sport: უმტიტი კიდევ სამ თამაშს გამოტოვებს

Sport: უმტიტი კიდევ სამ თამაშს გამოტოვებს

სამუელ უმტიტი რამდენიმე დღის წინ “ლიონთან” შეხვედრის განაცხადში მოხვდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოედანზე გასასვლელად ის ჯერ მზად მაინც არ არის და კიდევ საკმაოდ დიდხანს არ იქნება. 

Sport-ის ინფორმაციით, უმტიტი “ბარსელონას” მომდევნო სამ თამაშში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. კატალონიელებისთვის სამივე შეხვედრა პრინციპულია – ზეგ გუნდი ლა ლიგაში მე-4 ადგილზე მყოფ “სევილიას” ესტუმრება, შემდეგ კი მადრიდის “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ ორჯერ დაუპირისპირდება. ერთი ესპანეთის თასის ფინალისტის ვინაობას გაარკვევს, მეორე კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. 

თავად ფრანგი მცველი იმედოვნებს, რომ გუნდის დახმარებას მალე შეძლებს. 

უმტიტის არყოფნაში, “ბარსელონას” ძირითადი ცენტრალური დაცვა ჟერარ პიკეს და კლემან ლანგლეს დუეტია. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • ფარულავა ლუკა
    22 თებ 2019, 16:07

    დე ლიგტი მოიყვანეთ და არასოდეს არ იქნება პრობლემა დაცვაში

  • Don_Andresito
    21 თებ 2019, 23:06

    ეგ სამიც თუ გამოტოვა და მერე აღარც გვინდა. მაგრად დაგვაღალატა ამან.

  • M10 S9 D11
    21 თებ 2019, 22:33

    ციტატა: Wtf man

    ციტატა: M10 S9 D11
    ნებართვა ხო მისცეს და სევილიასთან 20 წუთით რო ათამაშოს არაფერი დაშავდება ფორმასაც აღიდგენს მერე უკვე რეალთან 27-ში თუ არა 2-ში უკვე ძირიდაში იდგება და ლიონთანაც სრულიად მზად ყოფნაში იქნება


    ლიონთან ისედაც იქნება მზად ყოფნაში. ლიონამდე ვალეკანოსთან გვაქვს სახლში სათამაშო მანდ დატესტავენ თუ ფორმაში იყო ლიონთანაც ათამაშებენ


    თამაშის ნებართვა მიცემული აქვს და რატო უნდა უცადონ ვალეკანოსთან იგრას როცა ზეგ სევილიასთან 20 წუთი მაინც რო ათამაშონ არაფერი დაშავდება თუ ისევ შეაწუხებს ტრამვა რა მნიშვნელობა აქვს სევილიასთან შეაწუხებს თუ რაიოსთან დაჟე სევილიასთნ რო შეაწუხოს ტრამვამ უფრო ადრე დაიწყებს მკურნალობას

  • M10 S9 D11
    21 თებ 2019, 22:16

    ნებართვა ხო მისცეს და სევილიასთან 20 წუთით რო ათამაშოს არაფერი დაშავდება ფორმასაც აღიდგენს მერე უკვე რეალთან 27-ში თუ არა 2-ში უკვე ძირიდაში იდგება და ლიონთანაც სრულიად მზად ყოფნაში იქნება