“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “სევილიასთან” თამაში შეაფასა.
“ჩვენი ოცნება ყველა ტიტულის მოგებაა და ხანდახან თვლიან, რომ ეს ასე არ არის. კოპა დელ რეი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.
თამაშის მიმდინარეობისას არის მომენტები, როცა ყველაფერი შენს სასარგებლოდ ხდება, ან პირიქით. “სევილიასთან” წინა მატჩში პირველი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მეორე ტაიმში კი მათ უკეთესი თამაშის წყალობით დაგვამარცხეს.
საპასუხო მატჩი უფრო ენერგიულად დავიწყეთ, სწრაფად დავწინაურდით, შემდეგ კი იასპერ სილესენმა პენალტი მოიგერია. როცა ანგარიში 4-1 გახდა, მოწინააღმდეგეებმა ჩვენი ნახევრისკენ გადმოინაცვლეს და სივრცეების გაცარიელების გამო შექმნილი უპირატესობაც გამოვიყენეთ. შეგვეძლო, საქმე უფრო ადრეც დაგვესრულებინა.
გუნდში ორი შესანიშნავი მეკარე გვყავს. სილესენი ელიტარული დონისაა. ჩვენს წარმატებაში ისინი უდიდეს როლს თამაშობენ”.
ინტერთან და ტოტენჰემთან არ გიყურებია?
an classico
cillesenis udidesi damsaxurebaa gushindeli gasvla. arada penlebs ver igebda adre, mogeriebulic ar qonda adre penali. holandiam msoflioze shecvala da kruli gamoiyvana penlebis win. mara gushin darwmunebuli viyavi ro aigebda. egec saswauli seivi iyo da isic, fexit ro aigo. pasebic magari aqvs. mokled dzaan donea
ააა ვალიკო ამას ვითხოვთ შენგან ასე უნდა ათამაშო გუნდი 10-დან 7 იგრა მაინც
ინტერთან და ტოტენჰემთან არ გიყურებია?
ვალოდია შენი სულ მჯეროდა. იასპერს მეტი სათამაშო დრო მიეცი!
Cxvira uzzlieresi menejeria
მე2 წელია რაც ფეხბურთს ვუყურებ და ბარსას ვგულშემატკივრობ და 2 საუკეთესო მატჩი სევილიასთან ჩავატარეთ