“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი პუშკაშის ჯილდოს ნომინანტია. ეს პრიზი წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა. გოლი, რომლითაც არგენტინელია წარდგენილი, ის ერთადერთი ბურთია, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა.
ლეოს კონკურენტები შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: კრიშტიანუ რონალდუ (გოლი “რეალის” მაისურით), გარეთ ბეილი (“რეალი”), რიკარდო კვარეშმა (პორტუგალია), დენის ჩერიშევი (რუსეთი), ლაზაროს ხრისტოდოპულოსი (აეკ), ჯორჯიან დე არასკაეტა (“კრუზეირო”), რილი მაკგრი (“მელბურნ სიტი”), ბენჟამენ პავარი (საფრანგეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).
გამარჯვებული გულშემატკივრების ხმების მიხედვით გამოვლინდება. ხმის მიცემა ამ ლინკზე შეგეძლებათ, იქამდე კი FIFA-ს ოფიციალურ საიტზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ.
გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 24 სექტემბერს, ლონდონში გახდება.
ბარსელონას და.მესის ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან მარა მაკგრის გოლი საუკეთესოა
მართალიხარ საუკეთესომ დამსახურებულად უნდა მოიგოს (მაგრამ მესსი რომ ყველაზე კლასნია ყველამ იცის ))
ბეილის ჯობდა ყველას რონალდოსიჩვეულებრივი იყო ბურთი კაი ხანს მოფრინავდა და არც დიდი არვინ უშლიდა ხელს ბეილის კი დინამიკაში და ძლიარი პასით იყო გატანილი
საუკეთესო სამეულში რომ იყოს მესის გოლი კი ბატონო და ასე არ შეიძლება. მე მგონი ეს გოლი იმიტომ მოხვდა აქ რომ მესის სახელი ყოფილიყო და მეტი ინტერესი იქნება. სხვა მხრივ მესის გოლს აქ არაფერი ესაქმება
მიუხედავად იმისა რო ბარსელონას ბალეშიკი ვარ, ხრისტოდოპულოსის გოლის გარდა ყველა ჯობია მესის გოლს
სადაც ბილბაოს კარებში გატანილი გოლით ვერ მოიგო, სისულელე იქნება აქ რო გახდეს გამარჯვებული.
რონალდოსი მარტო? ბეილის, პავარის.. არასკაეტამ ხო უორიგინალურესი გოლი გაიტანა
მივცემდი მესის ხმას, ოდნავ მაინც რო იმსახურებდეს ამ ჯილდოს. მარა უკეთესი გოლებიც გაიტანეს ბევრად