ჩავი ერნანდესი

ჩავი ერნანდესი (ტერასა, ბარსელონა, 1980), სტატისტიკურად, ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირებულებების შესანიშნავი მაგალითია.

"ბარსელონას" ორკესტრის დირიჟორი თამაშს იდეალურად კითხულობდა. ის ყოველთვის საუკეთესო პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს არჩევდა. მას ჰქონდა შესაშური უნარი, მოეპოვებინა გუნდისთვის დრო და სივრცე.

ჩავი "ბარსელონას" 12-წლამდელთა გუნდს 1991/92 წლების სეზონში შეუერთდა. თავდაპირველად ჩავი ცენტრალური მცველი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ის ნახევარდაცვის ცენტრში გადავიდა, სადაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ "ბარსელონასათვის", არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის.

ჩავი ერნანდესის მენტორი პეპ გვარდიოლა იყო, რომელიც "ბარსელონას" ნახევარდაცვის ცენტრში შეცვალა. ჩავი უსაზღვროდ კრეატიული ნახევარმცველი და "ბარსელონას" ტვინი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა, ის მეტოქეების დაჯაბნას ყოველ თამაშში ახერხებდა. არ არსებობდა უფრო მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ნახევარდაცვაში ჩავის ყოფნაა.

პირველ გუნდში დებიუტი 1998 წელს, ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. პირველად მისმა სახელმა 2003 წელს, ფრენკ რაიკარდის მწვრთნელობის დროს გაიბრწყინა. მან ბრწყინვალედ თამაში პეპ გვარდიოლასთან ერთადაც განაგრძო. "ბარსელონაში" გატარებულ ბოლო სეზონში ჩავი გუნდის კაპიტანი იყო.

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონა" 2015 წელს დატოვა. მან "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდი დაამყარა. ჩავი ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ესპანელი ფეხბურთელია.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 1998-2015
  • თამაში: 869
  • გოლი: 97

ტიტულები

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2): 2009/10, 2011/12
  • ჩემპიონთა ლიგა (4): 2005/06, 2008/09, 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (2): 2009/10, 2011/12
  • ესპანეთის ჩემპიონატი (8): 1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2010/11, 2012/13, 2014/15
  • ესპანეთის თასი (3): 2008/09, 2011/12, 2014/15
  • ესპანეთის სუპერ თასი (6): 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14
  • კატალონიის თასი (6): 1999/2000, 2003/04, 2004/05, 2006/07, 2012/13, 2013/14
  • კატალონიის სუპერ თასი: 2014/15