სეზონი კლუბში: 1965-1981
თამაში: 656
გოლი: 197
1949 წელს "ბარსელონაში" დაბადებულმა რექსაჩმა თითქმის მთელი თავისი სპორტული კარიერა "ბარსელონაში" გაატარა.
"ბარსელონას" "ერთგული შვილი" მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა თავისი გასაოცარი ტექნიკით და გამოირჩეოდა გასაოცარი დრიბლინგით, მოედნის ხედვით, პენალტებისა და სტანდარტული მდგომარეობების შესრულებით.
თუმცა, ფანები მას ხშირად აკრიტიკებდნენ თავისი გულგრილობის გამო. 656 მატჩითა და 197 გატანილი გოლით ის მატჩების რაოდენობით "ბარსას" ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცენტრალური თავდამსხმელი, ის "ბლაუგრანას" ისტორიაში მერვე საუკეთესო ბომბარდირია.
1981 წლის შემდეგ, როდესაც ის აქტიურ ფეხბურთს გამოეთხოვა, დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა. ჯერ ტექნიკაში ავარჯიშებდა "ბარსას" ფეხბურთელებს, შემდეგ ლუის არაგონესისა (1987–1988) და იოჰან კრუიფის (1988–96. "ოცნების გუნდის" ოქროს პერიოდი) მარჯვენა ხელი იყო, ხოლო 2001/02 წლების სეზონში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ერთ–ერთი ურთულესი ერა იყო "ბარსას" პერიოდში.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74
ესპანეთის სუპერთასი – 1978–79
ბაზრობათა თასი – 1965–66
ბაზრობათა თასის ფინალი – 1971
ესპანეთს თასი – 1967–68, 1970–71, 1977–78, 1980–81