
2014 წლის ზაფხულში გუნდში მოსვლის შემდეგ, რაკიტიჩი (დაბადებული 1988 წელს რაინფელდენში, შვეიცარია, თუმცა ნატურალიზებული ხორვატი) თავისი “ბარსელონური” კარიერის განმავლობაში მუდმივად ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი იყო და უცხოელ მოთამაშეებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს.
“სევილიადან” დამატებული რაკიტიჩი უკვე ვარსკვლავი იყო, რომელიც თამაშის საოცარი ხედვით, უნივერსალურობითა და საქმისადმი სრული თავდადებით გამოირჩეოდა. მან მოლოდინს გადააჭარბა და თავისი ეპოქის “ბლაუგრანას” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მისი გამორჩეული მატჩი 2015 წელს ბერლინში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, სადაც მან ანგარიში გახსნა (შეხვედრა 3-1 მოგებით დასრულდა) და ეს მართლაც ფანტასტიკური გოლი გამოდგა.
“ამ მომენტის აღწერა არ შემიძლია“, – თქვა მან მოგვიანებით, – “მინდოდა, მთელ სტადიონს ჩავხუტებოდი და არა მხოლოდ იმ სამ მოთამაშეს, რომლებიც იმ წამს ჩემ გვერდით იყვნენ. მინდოდა, ხელები გამეშალა და ყველას ჩავხუტებოდი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა“.
2020/21 წლების სეზონში იგი “სევილიაში” დაბრუნდა, 2024 წლის იანვარში კი საუდის არაბეთის კლუბ “ალ-შაბაბს” შეუერთდა. ყურეში გატარებული ექვსი თვის შემდეგ, რაკიტიჩი ხორვატიაში დაბრუნდა და ერთი სეზონით “ჰაიდუკ სპლიტთან” გააფორმა კონტრაქტი, 2025 წლის ივლისში კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
კარიერა
- სეზონები “ბარსაში”: 2014-2020
- თამაში: 333
- გოლი: 40
ტიტულები
- 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015/16)
- 1 ჩემპიონთა ლიგა (2014/15)
- 1 ევროპის სუპერ თასი (2015/16)
- 4 ლა ლიგა (2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19)
- 4 ესპანეთის თასი (2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18)
- 2 ესპანეთის სუპერ თასი (2016/17, 2018/19)
- 2 კატალონიის სუპერ თასი (2014/15, 2017/18)