workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ხოსე მანუელ პინტო

ხოსე მანუელ პინტოსახელი: ხოსე მანუელ პინტო
ნომერი: 13
დაბ. ადგილი: პუერტო დე სანტა მარია (კადისი)
დაბ. თარიღი: 08-11-1975
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 82 კგ

 

ბიოგრაფია

ხოსე მანუელ პინტო “ბარსელონაში” 2008 წლის 18 იანვარს, ვიგოს “სელტადან” გადავიდა. თავდაპირველად იგი კატალონიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ 2007-08 წლების სეზონის ბოლოს “ბარსასთან” სრულფასოვან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

კადისში, პუერტო დე სანტა მარიაში, 1975 წლის 8 ნოემბერს დაბადებულმა პინტომ საფეხბურთო კარიერა ანდალუსიაში დაიწყო. “ბეტისის” მეორე გუნდში გატარებული სამი სეზონის შემდეგ მას პირველ გუნდში დებიუტიც ელოდა. სევილიელთა პირველ გუნდში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ პინტომ ვიგოს მიაშურა და თავისი კარიერის მომდევნო 10 წელი “სელტაში” გაატარა.

ვიგოურ კლუბში პინტომ თავი სტაბილური თამაშით გამოიჩინა და გუნდის კაპიტნობაც ირგუნა. პრიმერა დივიზიონში მან 126, ხოლო სეგუნდაში 56 შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, პინტო იყო “სელტას” ძირითადი მეკარე მაშინ, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა. 2003-04 წლების სეზონში კი პინტომ სამორას ჯილდო მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ სეზონში იგი ესპანეთის საუკეთესო კიპერი იყო, რადგან 37 შეხვედრაში მხოლოდ 28 გოლი გაუშვა (საშუალოდ 0.75  მატჩში). ამ შესანიშნავი თამაშით პინტო გუნდს მეექვსე ადგილის დაკავებაში და უეფას თასის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობის დროს, მისი შეძენით “ბარსელონა” დაინტერესდა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ტრავმირებული ალბერტ ხორკერას შემცვლელი. კატალონიელთა რიგებში, ესპანეთის ჩემპიონატში მას დებიუტი “დეპორტივოსთან” მატჩში ჰქონდა, რის შემდეგაც, სეზონის დასრულებამდე, პრიმერაში კიდევ ორჯერ მოუწია თამაში.

2008-09 წლების სეზონში, გვარდიოლას გადაწყვეტილებით, პინტო ესპანეთის თასზე გუნდის პირველ მეკარედ იქცა. ანდალუსიელმა მეკარემ სამეფო თასის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალურ შეხვედრაში, “მალიორკასთან” მატჩში, თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც მოახერხა.

 

თვისებები

პინტო არის ფიზიკურად ძლიერი, 185 სმ სიმაღლის და 82კგ წონის ფეხბურთელი. ამ თვისებების წყალობით იგი ძალზე კარგად თამაშობს მეორე სართულზე. პინტოს ასევე აქვს ძალიან კარგი რეაქცია.

 

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13

ესპანეთის თასი – 2008/09, 2011/12

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010/11

ევროპის სუპერთასი – 2009/10, 2011/12

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12

 

ინდივიდუალური მიღწევები

სამორას ჯილდო – 2005/06