workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

პედრო როდრიგეს ლედესმა

პედრო როდრიგესი

პედრო (სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, 1987) ორივე ფეხით კარგად მოთამაშე გარემარბი იყო, რომელსაც დრიბლინგისა და დარტყმის უნარების წყალობით თავდამსხმელადაც შეეძლო თამაში.

პედრო “ბარსელონაში” მშობლიური ტენერიფედან 17 წლის ასაკში, 19-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ მოვიდა და მალევე გაითქვა სახელი ახალგაზრდულ სისტემაში. თავდამსხმელი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “ბარსა ბ-ს” შეუცვლელ ფიგურად იქცა, რის შემდეგაც 2007/08 წლების სეზონში მისი დებიუტი პირველ გუნდში ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით შედგა. როდესაც მომდევნო სეზონში გვარდიოლა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, პედრო მოედანზე უფრო რეგულარულად ჩნდებოდა, 2009 წელს კი პირველი გუნდის მოთამაშის სტატუსით თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა.

კანარის კუნძულელმა იმავე წელს ისტორია დაწერა, როდესაც პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც წლის განმავლობაში ექვს სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა გოლი: ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის სუპერ თასზე, ევროპის სუპერ თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. გარღვევის სეზონის შემდეგ, პედრო გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად ჩამოყალიბდა. 2011 წლის მაისში მან “უემბლიზე”, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 3-1 მოგებულ ფინალში ანგარიში გახსნა.

2015 წლის ზაფხულში მან კლუბი დატოვა და “ჩელსის” შეუერთდა.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 2009-2015
  • თამაში: 358
  • გოლი: 109

ტიტულები

  • 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2009/10, 2011/12)
  • 3 ჩემპიონთა ლიგა (2008/09, 2010/11, 2014/15)
  • 3 ევროპის სუპერ თასი (2009/10, 2011/12, 2015/16)
  • 5 ლა ლიგა (2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15)
  • 3 ესპანეთის თასი (2008/09, 2011/12, 2014/15)
  • 4 ესპანეთის სუპერ თასი (2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14)
  • 2 კატალონიის თასი (2012/13, 2013/14)
  • 1 კატალონიის სუპერ თასი (2014)