მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

14 დეკემბერს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1976 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი სანტიაგო ესკერო. 2005-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 48 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ესკერომ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1996 წელი

დაიბადა რაფინია.

2000 წელი

კარლეს რეშაკმა ლიონელ მესის მამასთან კონტრაქტი მონჟუიკის ჩოგბურთის კლუბში ხელსახოცზე გააფორმა.

2020 წელი

France Football-მა ყველა დროის ოცნების გუნდი შეადგინა, რომელშიც იმდროინდელი და ყოფილი “ბარსელონელებიდან” ჩავი ერნანდესი, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა და რონალდო მოხვდნენ. იმ გუნდში 4 წარმომადგენელი სხვა არცერთ გუნდს არ ჰყოლია. სათადარიგო გუნდში მოხვდნენ იოჰან კრუიფი და რონალდინიო, ხოლო მესამე გუნდში იოჰან ნეესკენსი, ანდრეს ინიესტა და ტიერი ანრი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 23:48

    2000 წელი
    კარლეს რეშაკმა ლიონელ მესის მამასთან კონტრაქტი მონჟუიკის ჩოგბურთის კლუბში ხელსახოცზე გააფორმა.

    ეს კონტრაქტი კი არა უფრო პირობა იყო რო ნამდვილად აიყვანდა გუნდში.

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2021, 11:57

    კანი
    ალვესი ბეკენბაუერი მალდინი კარლოსი
    ჩავი ზიდანი
    მარადონა
    მესი ფენომენი რონალდინიო

  • C.PC5
    schedule 14 დეკ 2021, 11:11

    ხელსახოციდან დაწყებული ისტორია რომ ასე განვითარდებოდა ვინ წარმოიდგენდა😏❤️