წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
15 ნოემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და და 2 წააგეს.
1927 წელი
ბარსელონაში დაიბადა ჟოან სეგარა, რომელიც კლუბის ისტორიაში “დიდი კაპიტნის” სახელით შევიდა. ის “ბარსელონას” ღირსებას 1949-1964 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.
სეგარამ კლუბის მაისურით 577 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. მან მოიგო ესპანეთის 4 ჩემპიონატი, 6 თასი და სხვა ტიტულები. ასევე იყო 1951/52 წლების სეზონის ლეგენდარული გუნდის წევრი, რომელმაც ხუთი ტიტული მოიპოვა.
2005 წელი
დაიბადა რუნი ბარდჯი.
2020 წელი
“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა და ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
36 წლის არგენტინელმა გადაწყვეტილება “ესტუდიანტესში” თამაშის პერიოდში, “არხენტინოს ხუნიორსთან” 0-1 დამარცხების შემდეგ გამოაცხადა.
მასკერანო “ბარსელონაში” 2010-2018 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მან 19 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა ორჯერ და ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ.
2025 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “რეალ მადრიდს” უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა.
“ლუის კომპანისის” ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ევა პაიორმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში კატა კოლმა კაროლინ უეირის პენალტი მოიგერია, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში სიდნი შერტენლაიბმა და აიტანა ბონმატიმ კიდევ ორი გოლი გაიტანეს.
ამ გამარჯვებით პერე რომეუს გუნდმა ლიგა F-ის სატურნირო ცხრილში “რეალ მადრიდთან” უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა.




ეს რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში" როდის დაიწყო მაინტერესებს. სრული წელი რო გავა დასრულდება თუ რამე დაემატება ამ ძველ ისტორიებს.