მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 9 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 9 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

9 ნოემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1960 წელი

ჩემპიონთა თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდა და 2-2 ითამაშა. ორივე გოლი ლუის სუარეს მირამონტესმა გაიტანა. ორი კვირის შემდეგ კატალონიელებმა საპასუხო მატჩი 2-1 მოიგეს და ტურნირიდან ზედიზედ ხუთგზის ჩემპიონი გამოთიშეს.

1985 წელი

ლა ლიგის მე-11 ტურში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდი” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მარკოს ალონსომ მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე რამონ კალდერემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

1988 წელი

თასების მფლობელთა თასის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” სტუმრად პოზნანის “ლეხთან” 1-1 ითამაშა. ძირითად დროში კატალონიელთა ერთადერთი გოლი რობერტო ფერნანდესმა გაიტანა. პირველი შეხვედრაც 1-1 დასრულებული იყო, ამიტომ დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც “ბარსელონამ” 5-4 მოიგო.

ამ მატჩში, 77-ე წუთზე, “ბარსელონას” მაისურით ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ერნესტო ვალვერდეს. მან პენალტების სერიაშიც გაიტანა. იოჰამ კრუიფის გუნდმა იმ სეზონში თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

1996 წელი

“ბარსელონაში” დებიუტი ჰქონდა 21 წლის ფრანსესკ არნაუს, გუნდის მე-4 მეკარეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ვიტორ ბაია, კარლეს ბუსკეტსი და ხულენ ლოპეტეგი ტრავმირებულები იყვნენ. “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა.

1997 წელი

ვენეციაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ელენიო ერერა, რომელიც კლუბს 1958-1960 და 1979-1981 წლებში ხელმძღვანელობდა.

მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი (1959, 1960) და ორჯერ ესპანეთის თასი (1959, 1981). ერერა აგრეთვე მილანის “ინტერთან” ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული.

2013 წელი

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ჩავი ლიორენსის გუნდმა შვეიცარიული “ციურიხი” 3-0 დაამარცხა.

ორი გოლი სონია ბერმუდესმა გაიტანა, ერთი კი ვიკი ლოსადამ. შეხვედრა “მინიესტადიზე” გაიმართა.

2019 წელი

ლა ლიგის მე-13 ტურში “ბარსელონამ” “სელტა” 4-1 დაამარცხა. ლიონელ მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა.

არგენტინელმა ერთი გოლი პენალტით, ორი კი საჯარიმო დარტყმით შეაგდო. ეს მისი 34-ე ჰეთ თრიქი იყო ლა ლიგაში, რითაც კრიშტიანუ რონალდუს იმდროინდელი რეკორდი გაიმეორა.

2024 წელი

ქალთა ლა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონამ” სტუმრად “ატლეტიკო” 3-0 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე აიტანა ბონმატიმ გახსნა, რომლისთვისაც ეს “ბარსელონას” მაისურით მე-100 გოლი იყო ოფიციალურ ტურნირებში. დარჩენილი ორი გოლი კაროლინ გრემ ჰანსენმა და პატრი გიხარომ გაიტანეს.

ამ გამარჯვებით კატალონიელებმა ჩემპიონატის საწყისი ცხრა ტურის შემდეგ ცხრა მოგება დააგროვეს.

2025 წელი

ლა ლიგის მე-12 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “სელტა” 4-2 დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ სამი გოლი გაიტანა – მე-10 წუთზე პენალტით, 37-ე და 73-ე წუთებზე. მეოთხე გოლი ლამინ იამალის ანგარიშზე იყო.

ამ გამარჯვებით “ბარსელონამ” 28 ქულა დააგროვა და ლიდერ “რეალ მადრიდთან” ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

2025 წელი

ესპანეთის ქალთა ლა ლიგაში “ბარსელონამ” “დეპორტივო აბანკა” 8-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა რვავე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.

შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა ვიკი ლოპესისთვისაც, რომელმაც “ბარსელონას” რიგებში მე-100 მატჩი ჩაატარა და საიუბილეო თამაში გოლით აღნიშნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 18:36

    9 ნოემბერს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    არ ყოფილა ძალიან დათარსული დღე