ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

5 ნოემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1933 წელი

“ბარსელონამ” სეზონი “ოვიედოსთან” 3-7 მარცხით დაიწყო.

1938 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1983-1984) სესარ ლუის მენოტი.

1974 წელი

ჩემპიონთა თასის (ჩემპიონთა ლიგის) საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ფეიენორდი” კარლეს რეშაკის ჰეთ თრიქით 3-0 გაანადგურა. ეს რეშაკის კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი იყო.

1980 წელი

უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” გერმანულ “კიოლნთან” საკუთარ კედლებში 0-4 განადგურდა.

1997 წელი

ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” კიევის “დინამოსთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა. 3 გოლი ანდრეი შევჩენკომ გაიტანა.

2014 წელი

“აიაქსთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლის შესრულებით ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, რაულ გონსალესს გაუთანაბრდა. იმ მომენტისთვის ორივეს ანგარიშზე 71 გოლი იყო.

ეს ჩავისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 150-ე თამაში იყო, ხოლო ლუის სუარესისთვის “ბარსელონას” მაისურით ამ ტურნირზე გამართული პირველი მატჩი.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 05 ნოე 2021, 12:33

    2021 წელი.
    ჩავიმ სამი პირველი მოთხოვნა წაუყენა ბარსას.